მეტადონი

მეტადონი
ხანგრძლივი მოქმედების სინთეზური პრეპარატი, რომელიც პირველად გამოყენებულ იქნა XX საუკუნის 60-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ნარკოტიკების მომხმარებელთა შემანარჩუნებელი მკურნალობისათვის. ეს არის ოპიოიდების ,,აგონისტი“, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მორფინისა და სხვა ნარკოტიკული პრეპარატების ანალოგიურად მოქმედებს. მეტადონი, როდესაც ის გამოიყენება შემანარჩუნებელი მკურნალობისათვის შესაბამისი დოზირებით, ეიფორიის, მოშვებულობისა ან ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს არ იძლევა. შესატყვისი დოზა ნარკოტიკული ეფექტის წარმოქმნის გარეშე აღმოფხვრის ნარკოტიკების მოთხოვნილებას. მიუხედავად იმისა, რომ მეტადონს სხვადასხვა ფირმები აწარმოებენ, მოქმედი ნივთიერება ყოველთვის ერთი და იგივეა - მეტადონ-ჰიდროქლორიდი. ყველა მწარმოებელი ამატებს არააქტიურ ნივთიერებებს, როგორებიცაა კონსერვანტები, გემოსი და სხვა დანამატები. არსებობს სხვადასხვა სახის მეტადონი, კერძოდ: აბები, რომლებსაც დისკეტები ეწოდება. თითოეული მათგანი შეიცავს 40 მგ მეტადონს და იხსნება წყალში; წყალში ხსნადი ფხვნილის ფორმა; სითხე, რომელსაც თან ახლავს ავტომატური საზომი. დოზირება ხდება ერთი მილიგრამის ოდენობითაც კი.</div>
See also: <<მეტადონით მკურნალობა>>
Source: მეტადონის შესახებ : [საინფ. ბროშურა] - მე-2 გამოც. - [თბ., 2006]

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужен реферат?

Смотреть что такое "მეტადონი" в других словарях:

  • მეტადონით მკურნალობა — (ჩანაცვლების თერაპია) – მეტადონი ხანგრძლივი ანალგეზიური ზემოქმედების მქონე სინთეტიკური ნარკოტიკია. იგი ჩანაცვლების თერაპიაში პირველად 1960 იან წლებში როკფელერის უნივერსიტეტის დოქტორებმა ვინსენტ დოულმა და მერი ნისუანდერმა გამოიყენეს. ამჟამად… …   Georgian encyclopedia

  • ლაამ-ი — (ლევო ალფა აცეტილ მეტადოლი) სინთეზური ოპიოიდია. მეტადონის მსგავსად, ლაამ ი ამუხრუჭებს ოპიოიდებისადმი მიდრეკილებას და მათი მოხსნის ეფექტებს. ლაამ ი ძალიან ნელა შეიწოვება, ამგვარად პაციენტებს ესაჭიროებათ მისი მიღება 48 ან 72 საათის შუალედებით,… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»